შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად, დიღომში, ფერაძის ქუჩის მიმდებარედ, რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა. ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირები „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მეორე ნაწილის (32.2), ხოლო იურიდიული პირები 32-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდნენ. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევ პირებს აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად ვადები განუსაზღვრა. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.