შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე, 112-ის მიმდებარედ, ბოლო 10 დღის განმავლობაში, რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომლებიც „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა. თითოეულ სამართალდამრღვევ პირს აღნიშნული ტერიტორიდან უკანონოდ განთავსებული ნარჩენის გატანა დაევალა. 
ამ დროისთვის 112-ის მიმდებარედ უკვე დაწყებულია დასუფთავებითი სამუშაოები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. სამართალდამრღვევი პირების მიერ, სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ხორციელდება.