შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა ღამის ინსპექტირების შედეგად, ლისის ტბის მიმდებარედ, სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომელიც მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მეორე ნაწილის (32.2) შესაბამისად დააჯარიმა. “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, აღნიშნული ტერიტორიიდან უკანონოდ განთავსებული ინერტული ნარჩენის გატანა სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის მიერ დაუყოვნებლივ განხორციელდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს კონტროლს. კომპანია მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაიცვან კანონი და სხვადასხვა სახის ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ.