შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "თბილსერვის ჯგუფმა" დიღმის ტყე-პარკში 56 ძირი ფიჭვი დარგო. გამწვანების აქციაში "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. შპს "თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით 9 აპრილის, ვერის, დედა ენის, ვეტერანთა და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღების, მზიურის, რიყის, თბილისის ზღვის, ვაკის და დიღმის ტყე-პარკების მოვლა-პატრონობას ახორციელებს. 
#თბილისი2017