შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

დღეს დილიდან, დედაქალაქში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები გამოჩდნენ. ინსპექტორების გამოჩენას - პირველი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს გააფრთხილებენ, ინფორმაციას მიაწვდიან სანქციებთან დაკავშირებით და მიუთითებენ მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრაზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილებში წყვილში ივლიან - სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით - პლანშეტებით, სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები. "თბილსერვის ჯგუფი" ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი. „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის აპრილის ბოლოდან დააჯარიმებენ.