შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი. მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით, წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან იწმინდება. გარდა ამისა, ხორციელდება გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება. მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.