შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში გარე განათების სისტემა ვანდალურად იქნა დაზიანებული - დამონტაჟებული ოცდაცხრამეტი სანათიდან განადგურებულია ოცდახუთი სანათი. აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში "თბილსერვის ჯგუფმა" განათების სისტემის მოწყობა გუშინ ღამით დაახლოებით 22:00 საათზე დაასრულა. სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა - მოეწყო ქსელი და დამონტაჟდა განათების სისტემა. გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფაქტი დაფიქსირებულია.